Posts

“მფრინავი ტაქსი” -ტექნოლოგიური სიახლეები ელიტ ელექტრონიქსისგან

Image
მსოფლიოში მოსახლეობის უმრავლესობა და განსაკუთრებით ისინი ვინც დიდი ქალაქებში ცხოვრობენ დღის განმავლობაში საშუალოდ 1 საათიდან 4 საათამდე დროს საცობში კარგავენ, ამას თუ წლებზე გადავამრავლებთ გამოვა, რომ ადამიანები ცხოვრების დიდ ნაწილს ფუჭად ვკარგავთ. სწორედ ამიტომ გერმანელმა ინჟინერებმა შეიმუშავეს უპილოტო მფრინავი აპარატი, რომელიც ადანიანების ტრანსპორტირებას უმოკლეს დროში, ყველანაირი საცობის გარეშე უზრუნველყოფს და მათ ამ მოწყობილობას მფრინავი ტაქსი უწოდეს. კომპანია „მუნ ლანი“ სულ რამოდენიმე წელიწადში ფიქრობს პროექტის გაშვებას, მომხმარებელი სატელეფონო ოპერატორის მეშვეობით შეძლებს მფრინავი ტაქსის გამოძახებას, ოპერატორი კი უზრუნველყოფს დანიშნულების ადგილზე მის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

დაივიწყეთ სენსორები – გაჯეთების მართვა ჟესტიკულაციით

Image
Google I/O კონფერენციაზე საძიებო სისტემის გიგანტმა რამდენიმე სიახლე წარმოადგინა. ერთ-ერთი სიახლე გაჯეთების მართვის ახალი ტექნოლოგია – ჟესტიკულაცია გახდა. Google-ის სიახლე “Project Soli” რადარის პრინციპით მოქმედებს და სენსორებზე შეხების გარეშე ხელის ჟესტიკულაციის ამოცნობას შეძლებს. ჯერჯერობით ტექნოლოგია საწყის ნაბიჯზეა და მარტივ მოქმედებებზე მუშაობს, როგორიცაა ხმის აწევ-დაწევა, წიგნის გადაშლა, ჩართვა-გამორთვა, მენიუს ტრიალი. “Project Soli”-ის რეალიზება წლის ბოლოს იგეგმება და ახალ ფუნქციას სატარებელ აქსესუარებში ჩაამონტაჟებენ.

წინასწარმეტყველი სარკე – “Future Self Mirror”

Image
კოპენჰაგენის ინსტიტუტის ინტერაქტიული დიზაინის სტუდენტებმა ინოვაციური სარკე “Future Self Mirror” შექმნეს. შეიძლება თავი ზღაპარში ან ფუტურისტული ჟანრის ფილმში გეგონოთ, მაგრამ სარკე, რომელიც რეალობას “გიწინასწარმეტყველებთ” უკვე შემუშავებულია და მისი პროტოტიპიც არსებობს. “Future Self Mirror” მთელი დღის აქტივობებს სმარტფონის და სხვა დამხმარე გაჯეთების საშუალებით აგროვებს და დღის ბოლოს გაწვდით ინფორმაციას თქვენი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. ინფორმაციის დამუშავების შემდეგ სარკე თქვენს მომავალ მდგომარეობასაც გაჩვენებთ, ანუ “Future Self Mirror”-ის დახმარებით შესაძლებელი იქნება ნახოთ, თუ როგორი იქნებით წლების შემდეგ. ასევე “Future Self Mirror” შეუძლია “გიწინასწარმეტყველოთ” დიეტის შემდეგ რამდენს დაიკლებთ, ყოველდღიური ვარჯიშის შემთხვევაში როგორი ფიგურა გექნებათ.